1 მაისს მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა შედგა.
საღამოს პოეტები − ედუარდ უგულავა და გიორგი მოსიაშვილი სტუმრობდნენ.
ორივე ავტორის შემოქმედება „პარასკევის საღამოების“ წამყვანმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ შეაფასა. ედუარდ უგულავას და გიორგი მოსიაშვილის პოეზია აუდიტორიის მხრიდანაც შეფასდა, დაისვა შეკითხვები.
„პარასკევის საღამოები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2024 წელს დაიწყო და მაქსიმალურად ხელს უწყობს ახალი, საინტერესო ავტორების აღმოჩენას და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. ასევე, გამოცდილი, პროფესიონალი პოეტების, პროზაიკოსებისა და დრამატურგების მხარდაჭერას, გააცნონ საკუთარი შემოქმედება მკითხველს, საზოგადოებას.