მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს გამომცემლობებისთვის მერაბ მამარდაშვილის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის რჩეული შრომების კრებულად გამოცემისთვის

თარიღი : 19.06.2026

საქართველოს მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს გამომცემლობებისთვის, მერაბ მამარდაშვილის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის რჩეული შრომების კრებულად გამოცემისთვის!

 

კონკურსის მიზანია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის პოპულარიზაცია; მერაბ მამარდაშვილის ლიტერატურული ანალიზის მეთოდის რეაქტუალიზაცია; ლიტერატურის კვლევის პოპულარიზაცია; გამომცემლობის მხარდაჭერა ლიტერატურის კრიტიკის პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

დაინტერესებულმა გამომცემლობამ უნდა გამოაგზავნოს განაცხადი თანდართული ინფორმაციით:

გამომცემლობის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, ელ-ფოსტა;

გამომცემლობის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;

გამოცემის ფასი კრებულისათვის: A5 ფორმატი, 500 გვერდი, 80 მგრ თეთრ ქაღალდი, ყდა - რბილი, გარეკანის დიზაინერის, კორექტორის, ტექნიკური რედაქტორის მომსახურებების გათვალისწინებით, ტირაჟი 500/1000 (მიუთითეთ ორი ფასი, ერთი - 500 ტირაჟისათვის, მეორე - 1000 ტირაჟისათვის).

 

საკონკურსო განაცხადს გამომცემლობამ უნდა დაურთოს თავისი პორტფოლიო, ინფორმაცია გამოცემული წიგნების შესახებ;

ინფორმაცია თანადაფინანსების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

 

ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აპირებს გამომცემლობა წიგნების გავრცელება-გაყიდვას.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი.

განაცხადი გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@writershouse.ge

საძიებო ველში მიუთითეთ: „კრებულის გამოცემა“.