26 ივნისს მწერალთა სახლში სეზონის ბოლო „ლიტერატურული რანდევუ“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მკითხველები პოეტ ბადრი სულაძესა და პოეტსა და პროზაიკოს სოფიო გოგალაძეს შეხვდნენ. ავტორებმა საკუთარი ძველი და ახალი პოეტური ტექსტები წაიკითხეს, ასევე ისაუბრეს შემოქმედებით სიახლეებსა და წარმატებაზე.
საღამოზე სიტყვით გამოვიდა მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე. მან სტუმრებს ორგანიზაციაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ მწერალთა სახლს მწერლების მუზეუმები შეუერთდა. ქეთევან დუმბაძის თქმით, მუზეუმებთან ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებლად გულისხმობს ავტორების სტუმრობას რეგიონებში და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიების მოწყობას.
„ლიტერატურული რანდევუს“ შეხვედრები მწერალთა სახლში სექტემბრიდან განახლდება.