მწერალთა სახლში, მწერალთა სახლის დირექტორ ქეთევან დუმბაძის ხელმძღვანელობით გაერთიანებული მუზეუმების მმართველებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილეები ნიკა წიკლაური და ქეთი ნუცუბიძე, ადმინისტრაციის უფროსი ანი მოწონელიძე, ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ბაჩო კვირტია, მწერალთა სახლის ადგილობრივი პროექტების მართვის მთავარი სპეციალისტი ირმა ბერიძე, ასევე საგურამოს ილია ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე მაჩაბლის სახელობის მუზეუმების მმართველები და თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მუზეუმებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
შეხვედრაზე განიხილეს სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, მუზეუმების განვითარების პრიორიტეტები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.