სამეცნიერო კონფერენცია − „უახლესი ქართული ლიტერატურა − ფორმაციები და ტრანსფორმაციები“

თარიღი : 31.07.2026

საქართველოს მწერალთა სახლი დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 96 წლის თარიღთან დაკავშირებით, 2026 წლის 15 სექტემბერს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას − „უახლესი ქართული ლიტერატურა − ფორმაციები და ტრანსფორმაციები“.
კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებს.
ამ კონფერენციისთვის, უახლესი ქართული ლიტერატურა მოიცავს პერიოდს XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე.
კონფერენციის სახელმძღვანელო თეზისები:
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის მსაზღვრელი ნიშნები
▪️სტილის საკითხი უახლეს ქართულ ლიტერატურაში
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის იდენტობა: მიმართება XX საუკუნის, კლასიკური ეპოქის, შუა საუკუნეების ლიტერატურასთან
▪️უახლესი ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურა
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის სათქმელი: აქტუალური სიუჟეტები, კონფლიქტები, პრობლემები
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის შიდა პერიოდები: ფორმაციები და ტრანსფორმაციები
▪️უახლესი ქართული ლიტერატურა, როგორც რეალობაზე რეაქცია
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მკვლევრებს, ასევე სტუდენტებს.
????კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა 2026 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოგზავნოს განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტაზე: otkhozoria@writershouse.ge
თემის ველში მიუთითეთ: „სამეცნიერო კონფერენცია“.
????გასაგზავნი დოკუმენტები:
განმცხადებლის CV, განათლების საფეხურისა და სამეცნიერო ბიოგრაფიის ასახვა სავალდებულოა;
საკონფერენციო ნაშრომის სათაური, ძირითადი თეზისები, ჰიპოთეზა და სავარაუდო დასკვნა;
სამოტივაციო წერილი (მოეთხოვებათ მხოლოდ სტუდენტებს, გარდა დოქტორანტურის საფეხურისა), არა უმეტეს 1 გვერდისა.
????კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ განმცხადებლებს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.
➡️კონფერენციაში მონაწილეთა საბოლოო სია გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ვებგვერდსა და FB-გვერდზე, არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.
მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი როლი და ადგილი ეთმობა მხატვრულ ლიტერატურას. მამარდაშვილი ლიტერატურას უყურებს არა როგორც უბრალოდ საკითხავს, არამედ როგორც ცხოვრების ჭეშმარიტებას − მათ შორის, როგორც ეპოქის ანარეკლს.
ლიტერატურის კვლევა მთლიანი ლიტერატურული პროცესის აუცილებელი კომპონენტია. უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევა ხელს უწყობს ცოცხალი ლიტერატურული პროცესის გააზრებასა და განვითარებას.
მწერალთა სახლი მიესალმება ახალგაზრდების ჩართულობას! კვლევით პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის მომავლისთვის!
უახლესი ქართული ლიტერატურა ჩვენთან ყველაზე ახლოს არსებული, ყველაზე ნაცნობი და ამავე დროს − ყველაზე შეუსწავლელი მასალაა. ამდენად, აკადემიურ მიდგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ცოცხალი შთაბეჭდილების გაზიარება. მკითხველის უშუალო შთაბეჭდილებები ზოგჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მშრალი ანალიტიკური მსჯელობა. უახლესი ქართული ლიტერატურა სწორედ ის სფეროა, რომელიც ჯერ არ დაღვინებულა და ამიტომ, მისი შეფასებისას ემოციებისაგან თავისუფალნი ვერ ვიქნებით. კონფერენციის დღის წესრიგის შედგენისას გათვალისწინებული იქნება როგორც აკადემიური მიდგომა, ასევე „ცოცხალი შთაბეჭდილებები“.
გისურვებთ წარმატებას!