თარიღი : 14.09.2026
ამ შემოდგომაზე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ უკვე მეთერთმეტედ გაემგზავრება საქართველოს რეგიონებში — იქ, სადაც ლიტერატურა შეხვედრას, საუბარს და ახალ აღმოჩენებს ელოდება.
სექტემბერ-ნოემბერში პროექტი 5 ლიტერატურულ ტურად იმოგზაურებს ფშავ-ხევსურეთში, კახეთში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში.
თითოეულ ტურში ოთხი მწერალი იქნება — მკითხველისთვის ნაცნობი ავტორები და ახალი სახელები — განსხვავებული ხმები, რომლებიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ქმნიან.
„ცოცხალი წიგნები“ ასევე მოუსმენს მათ, ვინც დღეს წერს რეგიონებში.
შეიქმნება ლიტერატურული ვიდეოპორტრეტები და მოკლე ფილმები, რომლებიც ამ შეხვედრებს და ისტორიებს შეინახავს. მათი ნახვა სხვადასხვა სატელევიზიო არხზე და „ცოცხალი წიგნების“ YouTube-არხზე იქნება შესაძლებელი.
ეს მხოლოდ ლიტერატურული ტური არ არის.
ეს არის წიგნის მკითხველთან da მწერლის იმ ადამიანთან შეხვედრა, ვისთვისაც წიგნი იწერება.
მოუსმინეთ. აღმოაჩინეთ. წაიკითხეთ. შეხვდით.
იქნებ, თქვენი შემდეგი საყვარელი წიგნი სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე აღმოაჩინოთ.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს ექსკლუზიური ხელშეწყობით ხორციელდება.
ვიდეოპორტრეტებში მონაწილეობას მიიღებს 6 მწერალი:
ვასილ ბესელია,
მაია მინდელი,
ალექსანდრე მიშელაშვილი,
ჯემალ ინჯია,
ბესო ხვედელიძე,
ტარიელ ხარხელაური