12 სექტემბერს, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ილიას გარდაცვალებიდან 119 წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკისა და პოეზიის საღამო გაიმართა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუზეუმის მმართველმა ანდრო ბედუკაძემ, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიება ფოლკლორული პროგრამით გააფორმა ანსამბლმა „დიდგორი“.
საღამოს მეორე ნაწილი პოეზიას დაეთმო, რომელშიც მონაწილეობდნენ: მანანა ჩიტიშვილი, ტარიელ ხარხელაური, ვახტანგ ღლონტი, დავით თედორაძე, გურამ გორდეზიანი, ჯემალ ინჯია და სხვები.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 20 ივლისს (ახალი სტილით – 2 აგვისტოს), ილიაობის დღესასწაულზე, და 30 აგვისტოს (ახალი სტილით – 12 სექტემბერს), მისი გარდაცვალების დღეს.