თარიღი : 23.09.2026
„ცოცხალი წიგნების" შემოდგომის ტური მცხეთა-მთიანეთში დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა. ტურის მონაწილე თანამედროვე ავტორებს - ერეკლე დეისაძეს, ალექსანდრე მიშელაშვილს, მაია მინდელს და ცირა ბარბაქაძეს მკითხველებმა სოფელ მაღაროსკარის ბიბლიოთეკაში მოუსმინეს.
დღეიდან მაღაროსკარის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შეივსება, რაც ადგილობრივი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ფაქტია. „ცოცხალი წიგნები" ფშავიდან დღეს დაბრუნდება და მალე სხვა ავტორების შემადგენლობით ეწვევა შემოდგომის კახეთს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს, მაღაროსკარის ბიბლიოთეკას გულითადი დახვედრისა და პროექტის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის.