ბარისახოს საჯარო სკოლაში „ცოცხალი წიგნები 2026 − შემოდგომის ეტაპის“ მეორე შეხვედრა გაიმართა

თარიღი : 23.09.2026

22 სექტემბერს ბარისახოს საჯარო სკოლაში „ცოცხალი წიგნები 2026 − შემოდგომის ეტაპის“ მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სკოლის მოსწავლეების სიმრავლით გამოირჩეოდა. პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები, სამახსოვროდ დაურიგდათ პროექტის ფარგლებში „ცოცხალი წიგნების“ ესკიზის მიხედვით დამზადებული თემატური მაისურები, ასევე − მწერალთა სახლის გაზეთ „ლიტერატურული გაზეთის“ სხვადასხვა ნომერი.
პოეტები − ცირა ბარბაქაძე, ალექსანდრე მიშელაშვილი, მაია მინდელი, პოეტი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე 23 სექტემბერს ადგილობრივ მკითხველს სოფელ მაღაროსკარში შეხვდებიან.