„ლიტერატურული რანდევუ“ შემოდგომის შეხვედრებით ბრუნდება

თარიღი : 21.09.2026

25 სექტემბერს მწერალთა სახლის პროექტი „ლიტერატურული რანდევუ“ შემოდგომის შეხვედრებით უბრუნდება საზოგადოებას.
„ლიტერატურული რანდევუ“ „პარასკევის საღამოების“ ერთგვარი ჩანართია, რომელიც ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება მწერალთა სახლში და სრულიად განსხვავებულ, უშუალო, ინტერაქციულ შეხვედრებს სთავაზობს აუდიტორიას.
შემოდგომის პირველ „რანდევუზე“ პოეტ გიორგი ჩერქეზიას შეხვდებით, რომელიც სოლო ფორმატით წარდგება და ახალ პოეტურ კრებულს „დახურე წყეული პალატის კარები“ გაგვაცნობს.
მობრძანდით, დასწრება თავისუფალია!