25 სექტემბერს მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ შემოდგომის პირველი შეხვედრა შედგა.
2026 წლის შემოდგომის პირველი „რანდევუ“ პოეტ გიორგი ჩერქეზიას დაეთმო, რომელმაც აუდიტორიას საკუთარი პოეტური კრებული „დახურე წყეული პალატის კარები“ წარუდგინა, წაიკითხა თავისი ლექსები და ბევრი ისაუბრა დამსწრე მრავალრიცხოვან სტუმრებთან.
გიორგი ჩერქეზიასთან ერთად, საკუთარი და გიორგის ლექსები წაიკითხეს პოეტებმა − გიორგი ინჯიამ, გიორგი ბალახაშვილმა, გიორგი მუკბანიანმა და სხვა გამომსვლელებმა.
საღამო, რომელიც განსაკუთრებული ხალხმრავლობით და დინამიკურობით გამოირჩეოდა, დასრულდა ავტოგრაფებით, რომელიც გიორგი ჩერქეზიამ მკითხველს საკუთარ წიგნზე დაუტოვა.
„ლიტერატურული რანდევუს“ მორიგი შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება.