მწერალთა სახლში დაიწყო სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის „ცენტრი 42“-ის სალექციო კურსი - „ქართული მწერლობა, როგორც სოციალური და პოლიტიკური იდეების არქივი“.
კურსი მიზნად ისახავს მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული მწერლობისა და პუბლიცისტიკის გააზრებას იმ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს შესწავლის გზით, რომელშიც ეს ნაწარმოებები შეიქმნა.
ლექციები იმართება შემდეგი განრიგით:

სამშაბათი და პარასკევი - 16:00 საათზე

ოთხშაბათი - 16:00 საათზე

შაბათი - 13:00 საათზე
ლექციების კურსი 21 ოქტომბერს დასრულდება.