ბაქოს წიგნის ბაზრობა დასრულდა

თარიღი : 25.10.2026

მწერალთა სახლმა ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობა დაასრულა.
21–25 ოქტომბერს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობდა.
საქართველო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და ლიტერატურული პროგრამით წარდგა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებს, ქართველი ავტორების შემოქმედებით საღამოებსა და ლიტერატურულ შეხვედრებს მოიცავდა.
ბაზრობაზე გამართული შეხვედრების ფარგლებში უკვე დაიგეგმა ახალი თარგმანების გამოცემა და ერთობლივი ლიტერატურული პროექტები.
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა აზერბაიჯანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული და საგამომცემლო ღონისძიებაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებს და მკითხველებს აერთიანებს.
მწერალთა სახლი ბაზრობაზე წელს მეორედ წარდგა.