მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა შედგა

თარიღი : 24.10.2026

23 ოქტომბერს, მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა შედგა.
პროექტმა ამჯერად პროფესიონალ ავტორებს უმასპინძლა: პოეტ ირმა ბერიძეს და პოეტს, კრიტიკოს სოფიო წულაიას.
სოფიო წულაია პროექტის ფარგლებში პირველად წარდგა „პარასკევის საღამოების“ აუდიტორიის წინაშე.
საღამო დინამიკური, ემოციური იყო. პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი რჩეული ლექსები, აუდიტორიის მხრიდან დაისვა ბევრი შეკითხვა, რომლებსაც ავტორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
მომდევნო პარასკევს, 30 ოქტომბერს „ლიტერატურული რანდევუს“ რიგია. საღამო ახალგაზრდა პოეტს − გიო ზედვაკელს დაეთმობა.