ბაქოს წიგნის ბაზრობაზე თანამედროვე ქართული რომანის წარდგენა მოეწყო

თარიღი : 23.10.2026

მწერალთა სახლი აგრძელებს ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობას.
23 ოქტომბერს, ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, გაიმართა თანამედროვე ქართული რომანის წარდგენა.
ღონისძიებაზე ნოდარ მაჭარაშვილის რომანის „კვაზიმოდოს ქალაქი“ და მორის როსტიაშვილის წიგნის „ლავანდის სურნელი“ პრეზენტაციები გაიმართა. გამოცემები წარადგინეს მთარგმნელმა იმირ მამედლიმ და გამომცემელმა ნასირ გარაჯამ. ორივე ნაწარმოები აზერბაიჯანულ ენაზე იმირ მამედლის თარგმნილია, წიგნები კი გამომცემლობა „ალათორანმა“ გამოსცა.
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის. ვიზიტის ფარგლებში უკვე დაიგეგმა ახალი თარგმანების გამოცემა და ერთობლივი ლიტერატურული პროექტები.
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 25 ოქტომბერს დასრულდება.