30 ოქტომბერს, მწერალთა სახლში ტრადიციულად თვის „ლიტერატურული რანდევუ“ გაიმართა.
სავსე აუდიტორიამ პოეტ გიო ზედვაკელს მოუსმინა. ავტორმა ისაუბრა მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული საკუთარი ახალი წიგნის „გადასარევი ამინდია სინანულისთვის“ შესახებ და წაიკითხა ლექსები − როგორც ბოლო, ისე პირველი კრებულებიდან.
პოეტს დარბაზიდან არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს.
ეს შეხვედრა გამორჩეული იყო საქველმოქმედო აქციით − „მახარესთვის“. გიო ზედვაკელის ახალი წიგნის თითოეული ეგზემპლარის შესაძენად გაღებული თანხა გადაირიცხა 10 წლის ბიჭუნას, მახარეს დასახმარებლად, რომელიც ამჟამად თურქეთში მკურნალობს.
თვითგამოხატვასთან ერთად, პოეზია ნამდვილად არის პასუხისმგებლობა და ხშირად ერთმანეთის გადარჩენაც.
„ლიტერატურული რანდევუს“ მომდევნო შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართება.