ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში საგურამოს პრემიისა და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს საგურამოს პრემია გადაეცათ ლაურეატებს:
- პოეზია – ბაღათერ არაბული, ელგუჯა მარღია;
- პროზა – გურამ მეგრელიშვილი;
- კრიტიკა, პუბლიცისტიკა, დოკუმენტური პროზა – გოჩა კუჭუხიძე;
- თარგმანი – ნინო ქაჯაია;
- ჰუმანიტარული მეცნიერება – ავთო არაბული;
- ხელოვნება – დავით კვირცხალია.
ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“ – მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცა.
საგურამოს პრემია და ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“ 2003 წელს დაარსდა. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს იმართება.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით გაიმართა.