6 ნოემბერს მწერალთა სახლში ,,პარასკევის საღამოების’’ მორიგი შეხვედრა შედგა.
ბექა კაპანაძე – ახალი თაობის პროზაიკოსი, პოეტი, და ნინო მზესელი – საბავშვო მწერალი, წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ ბექა კაპანაძე სულ ცოტა ხნის ჩატარებული ,,შემოდგომის არა-კი 2026’’-ის მონაწილეა, ხოლო ნინო მზესელი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, ნომინაციაში ,,საუკეთესო დებიუტი’’.
ავტორებმა საკუთარი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები წაიკითხეს, შეხვედრის მეორე ნაწილი კი აუდიტორიასთან დიალოგით გაგრძელდა – ნინო მზესელმა და ბექა კაპანაძემ შეკითხვებს უპასუხეს და საკუთარ შემოქმედებით პროცესზე, ლიტერატურაზე ვრცლად ისაუბრეს.
,,პარასკევის საღამოების’’ მომდევნო შეხვედრა 13 ნოემბერს გაიმართება.