დავით წერედიანის სახელობის ლიტერატურული პრემია „ანარეკლი“ − მხატვრულ თარგმანში მოკლე სია:

თარიღი : 17.11.2026

დავით წერედიანის სახელობის ლიტერატურული პრემია „ანარეკლი“ − მხატვრულ თარგმანში

მოკლე სია:

„რჩეული პოეტური თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე“

რაულ ჩილაჩავა − „მთაწმინდის მთვარე“ − გალაკტიონ ტაბიძის პოეზია;

მაყვალა ხარებავა − „ვარსკვლავთა უბეში“ − პაკო სვიმონიშვილის რჩეული ლექსების კრებული;

ნანა გოგოლაშვილი − Echo du silence/„დუმილის ექო“ − გივი ალხაზიშვილის რჩეული ლექსები.

„რჩეული პროზაული თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე“

დალი იაშვილი − „ფანჯარა“ − სხვადასხვა თაობის ქართველ მწერალთა ნოველების კრებული;

შორენა ციცაგი − მაკა ჯოხაძე − „ისკარიოტის ეკლები“.

„რჩეული პოეტური თარგმანი უცხო ენიდან ქართულად“

რაულ ჩილაჩავა − ტარას შევჩენკო − „ფიქრნო ჩემნო“, ლექსები, პოემები;

ნინო ჭიქაშუა − „ნიშნები“ − რუსული თარგმანების ციკლი;

გუჯა შვანგირაძე − „თარგმანის მანია“ − ევროპული და რუსული კლასიკური პოეზია;

ბათუ დანელია − რჩეული პოეზიის თარგმანები;

ნენე გიორგაძე − არსენი ტარკოვსკი, ლექსები;

ლელა გაბური − შარლ ბოდლერი, 100 ლექსი.

„რჩეული პროზაული თარგმანი უცხო ენიდან ქართულად“

ნუნუ გელაძე − დაჩა მარაინი − „წერის სიყვარული“;

დალი იაშვილი − ფელისიონ მარსო − „კარგი ბუნებისანი“;

ბესო ხვედელიძე − „მისტიკოსი“ − მოთხრობების კრებული;

რუსუდან ღვინეფაძე − ელიას კანეტი − „დაბრმავება“;

ნანა ჯანაშია − ოღუზ ათაი − „ხელმოცარულები“;

იამზე გაგუა − „მარკუს ტულიუს ციცერონი“ − თხზულებანი ორ ტომად;

თამაზ გვენეტაძე − იოჰან შპისი − „დოქტორ იოჰან ფაუსტუსი“.

ნომინაციებში − „დებიუტი (მხატვრული თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე)“ და „დებიუტი (მხატვრული თარგმანი უცხო ენიდან ქართულად)“, ჟიურის გადაწყვეტილებით პრემიები არ გაიცა.

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 7 დეკემბერს, 19 საათზე, მწერალთა სახლში.

მობრძანდით, დასწრება თავისუფალია!