ჭყვიშში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მუზეუმში გალაკტიონის დაბადებიდან 135 წლისთავი აღინიშნა. სახალხო ზეიმი ვანის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და გუნდები მონაწილეობდნენ.
ზუგდიდის, სენაკის, ცხინვალის თეატრების და თეატრალური დასის „მოდი ნახე“ მსახიობებმა გალაკტიონის სახელს მიუძღვნეს ერთობლივი სპექტაკლი „გალაკტიონ ტაბიძე − 135“. რეჟისორი: გიორგი ჭანტურია, სცენარის ავტორი: ნინია სადღობელაშვილი.