მწერალთა სახლი აწესებს დავით წერედიანის სახელობის ლიტერატურულ პრემიას „ანარეკლი“ − მხატვრულ თარგმანში

თარიღი : 18.08.2026

მწერალთა სახლი აწესებს დავით წერედიანის სახელობის ლიტერატურულ პრემიას „ანარეკლი“ − მხატვრულ თარგმანში

 

1. კონკურსის არსი

მხატვრული თარგმანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გაგრძელება და განახლება.


2. კონკურსის მიზნები

1. მხატვრული თარგმანის განვითარების ხელშეწყობა. 

2. თარგმანი, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი მსოფლიო ლიტერატურაში ინტეგრაციისთვის.

3. ახალგაზრდა და უფროსი თაობის მთარგმნელთა ჩართვა და გააქტიურება მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში. 

4. ახალი ნიჭიერი მთარგმნელების გამოვლენა და მათი მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა.

 

3. კონკურსის პირობები:

1. დავით წერედიანის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის 19 აგვისტოს − პოეტისა და მთარგმნელის დაბადების დღეს. 

2. საკონკურსო თარგმანი შესრულებული უნდა იყოს ქართულიდან უცხო ენაზე ან უცხო ენიდან ქართულად.

3. საკონკურსოდ განიხილება ბოლო 3 წლის განმავლობაში წიგნად გამოცემული პოეტური (ევროპული კლასიკური ფორმები, აღმოსავლური ფორმები, თანამედროვე და თავისუფალი ფორმები), ან პროზაული (რომანი, მოთხრობა, მცირე პროზა − ნოველა, ზღაპარი, მინიატიურა) კრებული, ასევე კონკრეტული პოეტური ან პროზაული თარგმანი (გამოქვეყნებული ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდიკაში).

4. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს საკონკურსო განაცხადი როგორც წიგნად, ასევე ელექტრონული ფორმით. 

5. პრემია გაიცემა 6 ნომინაციაში:

რჩეული პოეტური თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე;

რჩეული პროზაული თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე;

რჩეული პოეტური თარგმანი უცხო ენიდან ქართულად;

რჩეული პროზაული თარგმანი უცხო ენიდან ქართულად;

დებიუტი (მხატვრული თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე);

დებიუტი (მხატვრული თარგმანი უცხო ენიდან ქართულად).

დებიუტის ნომინაციაში ჟიურის გადაწყვეტილებით ასევე შესაძლოა გაიცეს სპეციალური წამახალისებელი ჯილდო (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში). 

6. კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ კვირაში. 

7. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

8. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს.

9. საკონკურსო თარგმანის თემატიკა და ჟანრი შეუზღუდავია.

10. საკონკურსოდ მიიღება პოეტური ან პროზაული თარგმანი, რომელიც არ შეიცავს პლაგიატის ნიშნებს და არ არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

11. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

კონკურსანტის გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია (WORD დოკუმენტი);

კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თარგმნილი ავტორის მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია და ინფორმაცია მისი შემოქმედების ლიტერატურული ღირებულების შესახებ.

ტექსტი − WORD დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება − 1.15.

• ჩამოტვირთეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა 

• საკონკურსო განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: contest@writershouse.ge


4. საკონკურსო განაცხადების შეფასება

1. საკონკურსო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

2. საკონკურსო კომისია შედგება 5 (ხუთი) წევრისაგან, რომლებიც შეირჩევა ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებისგან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საკონკურსო განაცხადების შერჩევის პროცესში ორიგინალურ ენაზე ნაწარმოებებს შეაფასებენ მოწვეული ლიტერატორი-კონსულტანტები. 

3. საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე კონფიდენციალურია.

 

5. კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა

1. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 6 ნომინაციაში და გადაეცემათ ფულადი ჯილდო, ასევე სიმბოლური პრიზი: 

ა) „რჩეული პოეტური თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე“ − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

ა) „რჩეული პროზაული თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე“ − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; 

ბ). „რჩეული პოეტური თარგმანი უცხო ენიდან ქართულად“ − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; 

 

ბ). „რჩეული პროზაული თარგმანი უცხო ენიდან ქართულად“ − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; 

გ). „დებიუტი (მხატვრული თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე)“ – 2500 (ორიათასხუთასი ათასი) ლარი.

დ). „დებიუტი (მხატვრული თარგმანი უცხო ენიდან ქართულად)“ – 2500 (ორიათასხუთასი ათასი) ლარი.

 

ფულადი პრემიები ლაურეატებს გადაეცემათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.